პროექტ-გაკვეთილის გეგმა

 

პროექტ-გაკვეთილი  „მოგზაურობა კოლხეთში

საგანი: ჩვენი საქართველო

კლასი: V კლასი

 

პროექტის განხორციელაბის დრო - 1 თვე

პროექტის გეგმა

 

1.      პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან დასავლეთ საქართველოს კიდევ ერთ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს, თავისი მდებარეობით, ბუნებით, ტრადიციებით. გაიგებენ რას მოგვითხრობს ამ მხარის წარსულზე ძველი მითები და არქეოლოგიური აღმოჩენები. რა წვლილი მიუძღვის კოლხეთს საქართველოს ისტორიაში.  განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის მოძიების, კომუნიკაციის, პრობლემის გადაჭრის შემოქმედებითი გზით, პრეზენტაციის, თანამშრომლობის და სხვადასხვა უნარი. პროექტის საქმიანობა იქნება დაკავშირებული ცნებებთან: დრო, უწყვეტობა და ცვლილება (ისტორია, წყარო, ფაქტი და ინტერპრეტაცია);ხალხი, მდებარეობა, გარემო (გეოგრაფია, რუკა/ადგილის გეგმა; საზღვარი; ბუნებრივი რესურსები, დასახლების ტიპები, საცხოვრისის ტიპები) მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა სახის ინფორმაციას და შეექმნებათ წარმოდგენა ამ ისტორიულ მხარეზე. გაეცნობიან მითს „არგონავტებზე“ განიხილავენ და გამოყოფენ მითსა და სინამდვილეს ერთმანეთისგან. ასევე ისაუბრებენ პიროვნების როლზე ისტორიაში.  საბოლოო პროდუქტი იქნება  პოსტერები, ბუკლეტები, PowerPoint პრეზენტაციები,  მოხდება ამის გაცნობა სასკოლო საზოგადოებისთვის. ამით გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს ერთ-ერთი კუთხის შესახებ.



პროექტის აქტუალობა

საკუთარი ქვეყნის გაცნობა, ცნობისმოყვარეობის გაღვივება საკუთარი წარსულისა და თანამედროვეობის მიმართ. აღმოჩენა მისი უნიკალური ბუნების, მდებარეობის, წარსულის. გაცნობიერება იმისა რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ამაში დაგვეხმარება ყველა კუთხის კარგად გაცნობა.





პროექტში ჩართულია ყველა მოსწავლე. მოსწავლეები აქტიურად  ჩაერთვნენ დაგეგმილ აქტივობებში

პროექტის მიმდინარეობა

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:

აქტივობა - „სამეგრელოს რუკის შექმნა

აქტივობა - ბუკლეტის შექმნა  - „კოლხეთის ეროვნულ პარკზე“

აქტივობა - „კოლხა მითსა და სინამდვილეში“

აქტივობა - პრეზენტაციები - „დადიანების სასახლეზე“.

 

აქტივობა - პოსტერები- „კოლხური კულტურა“

აქტივობა-რეკლამის შექმნა „მეგრულ სამზარეულოზე“

აქტივობა- ჩანახატები „ცოტნე დადიანის გმირობაზე“

საბოლოო პროდუქტი-ბლოგის შექმნა.

პრეზენტაცია- რომლის დროსაც მოსწავლეებ წარმოაჩენენ თავის ცოდნას და დამოკიდებულებას კოლხეთის  მიმართ, ყურადღება გაამახვილებენ თითოეული ნამუშევრის ღირებულებით მხარეზე.

პროექტის შესაბამისობა ..-სთან.

საზ.მეც.დაწყ.(II).1. ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა. მათი დაკავშირება თანამედროვე სოციალურ-კულტურულ გარემოსა და ისტორიულ მემკვიდრეობასთან;

საზ.მეც.დაწყ.(II).2. ლეგენდებისა და მითების, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება; ქვეყნის განვითარებაში პიროვნების როლის გაცნობიერება;

საზ.მეც.დაწყ.(II).3. საქართველოს მხარეების ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული მახასიათებლების შესწავლა;

საზ.მეც.დაწყ.(II).4. რუკის ლეგენდაში მოცემული პირობითი ნიშნების საშუალებით რუკაზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა;

 

საზ.მეც.დაწყ.(II).14.  ბუნებრივი გარემოს, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და მის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა.

 

Comments